საქართველოს მთავრობამ ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტი ხბოების დაცვის რეგლამენტის მსგავსად, 2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც “ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის”. ცნობისთვის, ბაგური მეთოდით გამოზრდისას, საქონელი გარეთ არ გაჰყავთ. მთავრობის შემუშავებული წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.
დოკუმენტში განსაზღვრულია, რამდენი უნდა იყოს თავისუფალი იატაკის ფართობი სადგომში, როგორი უნდა იყოს იატაკის ზედაპირი და ა.შ. გარდა ამისა:
- შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური.
- ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი;
- ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად; მათ უნდა ჰქონდეთ დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება, ასევე, სხვა ღორების დანახვის საშუალება;
- ღორებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი
- წვდომა საკმარისი რაოდენობის მასალაზე (როგორიცაა: ჩალა, თივა, ხე, ნახერხი, სოკოს კომპოსტი, ტორფი ან მათი ნაზავი, რომელიც არ აყენებს ზიანს ცხოველთა ჯანმრთელობას), რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ძიებისა და მანიპულაციებთან დაკავშირებული აქტივობები;
- იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა მოლიპული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორების დაზიანება და დაგეგმარებული, აშენებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ არ გამოიწვიოს ღორების დაზიანება ან ტანჯვა. იატაკი უნდა შეესაბამებოდეს ღორების ზომასა და წონას და თუ ქვეშსაგები არ არის, უნდა იყოს მყარი, თანაბარი და ურყევი ზედაპირი;
- ყველა ღორი უნდა იკვებებოდეს დღეში ერთხელ მაინც. სადაც ღორები იკვებებიან კოლტად და არა შეუზღუდავად ან ავტომატური სისტემით, რომელიც ცხოველებს ინდივიდუალურად კვებავს, თითოეულ ღორს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებზე ერთდროულად, როგორც კოლტის დანარჩენ ღორებს
- ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ღორს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მტკნარ წყალზე;
- ყველა პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ჩარევას (რომელიც განხორციელდება თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნების გარდა ან ღორების იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით) და იწვევს სხეულის მგრძნობიარე ნაწილის დაზიანებას ან დაკარგვას ან ძვლის სტრუქტურის შეცვლას, აკრძალულია, გარდა შემდეგი პროცედურებისა:










