LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დუგინის შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის “ეროვნული რესპუბლიკის არმიის მებრძოლებმა” აიღეს

ვინ აიღო პასუხისმგებლობა დარია დუგინას მკვლელობაზე

დაპოსტა 2022/08/22-ში
A A
83
ნახვა
გაზიარება

მედიაში გავრცელებული ცნობით, დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო “ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ”. დაჯგუფება განადგურებით დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. შესაბამისი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.

“ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები, უკანონო მეომრები, ყაჩაღები და რუსეთის ხალხების მჩაგვრელები!

ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა.

ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია.

ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ.

ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!

ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევა, შევაჩეროთ კრემლის რამდენიმე ბიზნესმენის საქმიანობა, რომლებმაც მიისაკუთრეს ჩვენი ხალხის სიმდიდრე და ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც დანაშაულს სჩადიან.

რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ – ვინც არ გადადებს უფლებამოსილებას, გავანადგურებთ.

ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს კორუფციითა და ჩინოვნიკებთან კავშირებით შოულობენ, სამშობლოს მოღალატეებად და უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ვინც არ მოინანიებს და ამ ხელისუფლებისა და მისი ომის წინააღმდეგ საჯაროდ არ ილაპარაკებს, გავანადგურებთ.

უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსაც. გავანადგურებთ მათ, ვინც იარაღს არ დადებს. გავანადგურებთ მათაც, ვინც ომით ფულს შოულობს.

ჩვენ გვახსოვს რუსეთში სახლების დაბომბვა, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი ამაზრზენი დანაშაულით არ გაჩერდება. და ჩვენ ვაცხადებთ: ჩვენ ვახორციელებთ ქმედებებს მხოლოდ ამ ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ. სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ დავესხმებით და თუ პუტინის უშიშროება პროვოკაციებს მოაწყობს და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერს, არ დაუჯეროთ.

მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან – საქართველოდან, სირიიდან და აშ.

მოვუწოდებთ ყველა რუსს, შემოუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერიანი დროშის ნაცვლად რუსეთის ახალი თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც მზადაა ბრძოლისთის, მიბაძოს ჩვენს მაგალითს და დაამხოს ეს არაადამიანური, თვალთმაქცური და ანტისახალხო რეჟიმი!

ჩვენ მიუღებლად ვთვლით, რომ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ომის დანაშაულების გამო რუსების ცილისწამება – ეს მათი დანაშაულია ვისაც არც ეროვნება აქვს და არც სამშობლო და უყვარს მხოლოდ ფული და ძალაუფლება.

მსოფლიო არ არის რუსეთის მტერი და რუსეთი არ არის კაცობრიობის მტერი – ჩვენ ამას საქმით დავამტკიცებთ!

ჩვენ დავიცავთ ყველას, ვინც ჩვენს მოწოდებას მიჰყვება. ყველა, ვინც ახორციელებს ჩვენს პროგრამას რეჟიმის შეცვლამდე, თავისუფლდება უზურპატორის კანონმდებლობით პასუხისმგებლობისგან.

ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ პუტინის ხელისუფლების მიერ უკანონოდ მსჯავრდებულებს. ჩვენ მივცემთ თავისუფლებას რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს და ახალ საზოგადოებას ავასენებთ – საზოგადოებას ოლიგარქების, კორუფციის, თანამდებობის პირების თვითნებობის გარეშე.

საზოგადოებას, რომელშიც ყველას საკუთარი საქმე ექნება. საზოგადოებას ომებისა და ძალადობის გარეშე. ასევე, საზოგადოებას, რომელშიც ძალაუფლება ხალხის საკუთრება იქნება და სადაც მოქალაქეები ლიდერებს თავად აირჩევენ და თავიანთი ქალაქებისა და სოფლების ცხოვრებას მოაწყობენ.

საზოგადოებას, რომელშიც მმართველები თავიანთი სიდიადისთვის ადამიანების გაწირვას ვერ შეძლებენ და იფიქრებენ განათლებაზე, მედიცინასა და მეცნიერულ წინსვლაზე.

საზოგადოებას, რომელშიც ყველა იამაყებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზეა დაბადებული და იქ ცხოვრება მოუნდება!

გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს! სადაც არ უნდა იყოთ, იბრძოლეთ ჩვენთვის, ჩვენთან და ჩვენზე უკეთ! გავწმინდოთ ჩვენი სამშობლო სიბინძურისგან! ჩვენ გავიმარჯვებთ, – წერენ ისინი.
ცნობისთვის, დარია დუგინა საკუთარ ავტომობილში 20 აგვისტოს, გვიან ღამით ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.

​რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერაქტი დაგეგმილი იყო. ოფიციალური კრემლი არაფერს ამბობს, მაგრამ მათთან დაკავშირებული წყაროები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ. ოფიციალური კიევი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ცნობისთვის, დარია დუგინა მხარს უჭერდა ომს უკრაინაში და პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ე.წ “დონბასის სახალხო ლაშქრის” მებრძოლებთან. ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მიერ სანქცირებული იყო.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს
მთავარი

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულს მიმართავს და ურჩევს “გაფილტროს ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი - ვარაუდისგან, დამნაშავე კი - უდანაშაულოსგან.“   როგორც კუბლაშვილი ამბობს, თვითონაც არაერთი...

დაწვრილებითDetails

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქკეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 უცხოელი ტურისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.   მას საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დანაშაულია, იმერეთში კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო – რას წერს დათო სიმონია

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დანაშაულია, იმერეთში კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო – რას წერს დათო სიმონია
მთავარი

იმერეთში, სოფელი გოგნის მიმდებარედ კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო. კოლხური ტყე არის ტყეების ტიპი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მემკვიდრეობად ითვლება. მასში შედის უძველესი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები: ბზა, მუხა, წაბლი, უთხოვარი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.   მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ...

დაწვრილებითDetails

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება
მთავარი

ხონის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ჩხეიძემ ლიეტუაში, LCC- საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან 20%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გლობალური ბიზნესი და საზოგადოებრივი ჩართულობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"