თურქეთში, გაზიანთეფში მომხდარი ავარიისას 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. როგორც ,,ბათუმელები” თურქული სააგენტოზე „დეილი საბაჰი“ დაყრდნობით წერს, ავტოკატასტროფა ტარსუსი-ადანა-გაზიანთეპის გზატკეცილზე მოხდა.
როგორც თურქული სააგენტო იუწყება თავდაპირველად ავარიაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა და ხევში გადავარდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები.
იმ დროს როცა მაშველები და სამედიცინო პერსონალი ავარიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდა, შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა მეორე ავარია. სამგზავრო ავტობუსი ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა, შემდეგ სახანძროსას, ბოლოს საინფორმაციო სააგენტო Ihlas News Agency (IHA)-ის მანქანას და ამობრუნდა.
ავტოავარიის დროს დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, ორი ჟურნალისტი და ავტობუსში მყოფი 7 მგზავრი.
როგორც „დეილი საბაჰი“ წერს დაღუპული ჟურნალისტები Ihlas News Agency (IHA) -ში მუშაობდნენ. ისინი სხვა დავალებაზე მიდიოდნენ, როდესაც უბედურ შემთხვევას შეესწრნენ და დაშავებულების დასახმარებლად გაჩერდნენ.
არსებული ინფორმაციით ავტოავარიისას დაშავებულები ახლო მდებარე კლინიკებში გადაჰყავთ პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.










