ადგილობრივების ინფორმაციით, ავარია რომელსაც 23 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა კასპში, სასტუმრო ,,მილ ჯორჯიასთან“ მოხდა.
ერთმანეთს მაღალი სიჩქარით მოძრავი ,,სუბარუს“ და ,,ბეემვეს“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი. დაშავებული კასპის კლინიკაში მკურნალობს და როგორ ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო:tvmonitoringi.ge