უკრაინის არმია ლიეტუვასგან 10 სამხედრო ჯავშანმანქანას და საბრძოლო მასალებს მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ვილნიუსი კიევს ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებსაც გადასცემს, რაც მტრის იერიშებისგან დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“კრემლი მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რომელიც მნიშვნელოვან მსხვერპლს გამოიწვევს” – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კრემლი შობის წინა დღეს ან შობის დღესასწაულზე მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება. „უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური გაფრთხილებთ, რომ კრემლი სპეცოპერაციის გაგრძელებას გეგმავს, რომლის მიზანიც აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე...









