უკრაინის არმია ლიეტუვასგან 10 სამხედრო ჯავშანმანქანას და საბრძოლო მასალებს მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ვილნიუსი კიევს ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებსაც გადასცემს, რაც მტრის იერიშებისგან დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რუსეთი ხარჯავს მილიარდებს და მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად-ზელენსკი
"რუსეთი ხარჯავს მილიარდებს და მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციას და ქრთამავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს. შეშფოთებულია პლანეტის სხვადასხვა რეგიონი....