სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ლეშანში, ერთ-ერთი რესტორნის ეზოში 100 მილიონი წლის წინ მცხოვრები დინოზავრის გიგანტური ნაკვალევი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
ჩინეთის პალეონტოლოგისა და გეომეცნიერებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის განცხადებით, ნაკვალევი დიზონავრების ერთ-ერთ სახეობას – ზავროპოდს ეკუთვნის. ზავროპოდები, რომელთაც გრძელი კისერი და კუდი ჰქონდათ, ყველაზე დიდი ცხოველები იყვნენ, რომელთაც დედამიწაზე ოდესმე უვლიათ.
აღმოჩენის ადგილას, ვიდრე რესტორანი გაიხსნებოდა, ქათმების ფერმა იყო. ამის გამო, ათწლეულების განმავლობაში, ნაკვალევი ჭუჭყითა და ქვიშის სქელი ფენით იყო დაფარული. ადგილის ახალ მფლობელს, რესტორნის მეპატრონეს, უსწორმასწორო ბუნებრივი ქვები მოეწონა და გადაწყვიტა, ცემენტით დაფარვის ნაცვლად, ის მოესუფთავებინა და ბუნებრივი იერი შეენარჩუნებინა. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ქვებზე ჩაღრმავებები არა ბუნებრივად, არამედ ცოცხალი არსების გამო გაჩნდა.










