LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოისროლა სანაგვეზე ადამიანი – ნებით გადადგომად შერაცხული გადაყენება – რას წერს მაია რუხაძე თანამდებობიდან წასვლაზე

მოისროლა სანაგვეზე ადამიანი – ნებით გადადგომად შერაცხული გადაყენება – რას წერს მაია რუხაძე თანამდებობიდან წასვლაზე

დაპოსტა 2022/07/10-ში
A A
1.8k
ნახვა
გაზიარება

ჩემი პირველი რეაქცია ნებით გადადგომად შერაცხულ გადაყენებაზე იმხელა იმედგაცრუება იყო – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია რუხაძე წერს. მაია რუხაძის თანამდებობიდან წასვლას ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობდნენ რომ მენეჯერს თანამდებობდა იძულებით დაატოვებინეს.

გთავაზობთ მაია რუხაძის პოსტს უცვლელად:

 

,,მოგესალმებით მეგობრებო, ვიცი დამიგვიანდა კომენტარის გაკეთება, მიადვილდება მადლობის გადახდა მაგრამ არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა დამშვიდობება. ჩემი პირველი რეაქცია ნებით გადადგომად შერაცხულ გადაყენებაზე იმხელა იმედგაცრუება იყო, ვფიქრობდი რომ კომენტარსაც არ იმსახურებდა ჩემგან ეს ამბავი, დღემდე ვფიქრობ რომ მე ჩემს საუკეთესო გუნდთან ერთად თერთმეტწლიანი შრომით უკვე იმდენი ვთქვი , ამაზე მეტს ვეღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ სხვა გზა არ არის , დღეს ვერ გავჩუმდები, ამას არ იმსახურებთ არც თქვენ და არც ჩემი ოჯახი, რომ ისე ჩუმად გავიპარო თითქოს მართლა რამე დავაშავე.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს დიდ ოჯახს, ჩემს ძლიერ და შემდგარ გუნდს, ყველაზე სწრაფებს, ჭკვიანებს, მეგობრულებს და მებრძოლებს, სასწრაფო დახმარების გუნდს, იმისთვის რომ ჩემთან ერთად თერთმეტი წელი , დაუღალავად იბრძოდნენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, შემდეგ მადლობა მინდა გადავუხადო მათ თავისუფლების და სამართლიანობის სიყვარულისთვის, გამბედაობისთვის, რომელიც შეიძლება მათ ჩემზე მეტი დოზით აღმოაჩნდათ, ყველამ კარგად ვიცით, რა ფასი ადევს დღევანდელ საქართველოში იმას, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა, უთხრან ზემდგომებს რომ ისინი ცდებიან.

ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც თქვენ წამოიწყეთ და მე არ და ვერ გამოგყევით, რისთვისაც გიხდით ბოდიშს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს სწორად გაიგებთ, მაქვს და მქონდა უდიდესი სურვილი თქვენთან ერთად ბრძოლის და შრომის, სიამოვნებაა იყო თქვენი მეგობარი და ხელმძღვანელი, საბედნიეროდ მეგობრის სტატუსს ვერავინ წამართმევს და ნებითაც არასდროს დავთმობ, მაგრამ მეორე მხრივ მე არასდროს ვიბრძოლებ იმისთვის , რომ დავრჩე მათ ქვეშემრდომად, ან ვემსახურო მათ, ვინც ვერ დაინახა ჩემი, თქვენი და ჩვენი თერთმეტწლიანი შრომა, ვერ დააფასა ჩვენი განვლილი გზა და ასე უპატივცემულოდ და უნიჭოდ მოისროლა სანაგვეზე ადამიანი, რომელიც ყველა კრიტიკულ სიტუაციაში იყო მათი საყრდენი.

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბოლო დღეებში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მხარდაჭერისთვის, ჩემს ჩვიდმეტწლიანი გამოცდილების ოჯახს, კლინიკას სადაც ადამიანური რესურსი მნიშვნელოვანია, სადაც კარგად დავინახე და ვისწავლე ის რის გამოც დღეს თქვენი ამხელა სიყვარული დავიმსახურე, მადლობა მათ ასევე იმისთვის, რომ მათი დახმარებით ისევ შევძლებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ დაგეხმაროთ თქვენ, რომ მომავალში კიდე უფრო მეტი იყოთ ისეთები, რომლებიც ამ დღეებში დაუზარლად მწერდით ისტორიებს, გადარჩენილ სიცოცხლეებზე და ბოლოს მინდა მივმართო ჩემს შემცდარ მეგობრებს, მათ ვისაც დღეს ქვეყნის ბედი აბარიათ, მმართველობაში , ათკაციან დაწესებულებას მართავ , თუ მთელ ქვეყანას არ იცვლება ერთი, ვერაფერს გახდებით ვერასდროს თუ იფიქრებთ რომ თქვენ მხოლოდ მათი ხელისუფალნი ხართ ვინც ან თქვენ გირჩევთ ,ან მოსწონხართ, არც ერთი თანამდებობა და არანაირი სტატუსი არ დგას თავისუფლებაზე მაღლა, ქვეყანას აშენებენ პატიოსანი, შრომისმოყვარე და განათლებული ადამიანები, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გადააქცევს მონად.

ჩემი ამბავი გარკვეულია, ჩემი იმედგაცრუება განიკურნა რამდენიმე წუთში, მალევე მივხვდი რო ჩემი გუნდის ერთი წევრის ნათქვამი ორი სიტყვა, მადლობა და მიყვარხარ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ყველანი თქვენ ერთად, კიდევ უფრო მეტად დავაფასე მთელი გუნდი, თუნდაც იმიტომ რომ მათ თქვენი არ ეშინიათ, თქვენც ნუ შეგეშინდებათ მათი, თავისუფალი ადამიანების, ჭკვიანი და განათლებული ადამიანების, კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანების ნუ შეგეშინდებათ, დააფასეთ და გამოიყენეთ ისინი ისეთი ქვეყნის საშენებლად , სადაც შინ გვექნება ევროპა და არსად მოგვიწევს გაქცევა სამართლიანობის და სინათლის საძებნელად.

მადლობა ყველას ვინც ნებით თუ უნებლიეთ ამხელა სიყვარული და დადებითი ენერგია მაჩუქეთ და პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემს ყველაზე თავისუფალ და  ოჯახს, ჩემს შვილებს და მეუღლეს, რომლებიც ყოველთვის დგანან იქ სადაც უნდა იდგნენ.” – წერა მაია რუხაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება737

დაკავშირებული -პოსტები

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. "ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს,...

დაწვრილებითDetails

აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება – ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.   პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“.   „მე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი კლება – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება,...

დაწვრილებითDetails

ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას "მთავარი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს
მთავარი

პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლასა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.  მისი განცხადებით, უფრო სასტიკად ნაცემია მისი მეგობარი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია და სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა შესვენების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"