ქუთაისში 112-ის თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მაია რუხაძელის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და მოითხოვენ მიიღონ პასუხი თუ რატომ დაატოვებინეს პოსტი მაია რუხაძეს. როგორც ისინი აღნიშნავენ ხელმძღვანელს სამსახურიდან წასვლის განცხადების დაწერა აიძულეს. თავად მაია რუხაძისგან კი პოზიციიდან წასვლის მიზეზი ვერ მოისმინეს.
,,მოვითხოვთ გაგვცენ გაპუხი კითხვაზე რატომ? მეტი ჩვენ არაფერი არ გვინდა. ვიცით რომ თანამდებობა კი არა სიცოცხლე არ არის მუდმივი, მაგრამ ქალი რომელიც მთელი პანდემია, მთელი ორი წელი ჩვენ გვერდით იდგა, ჟანგბადზე მიერთებული თვითონ, სიცოცხლეს ებრძოდა და გვართავდა კლინიკიდან. 2-3-4 საათი არ არსებობს ამ ადამიანისთვის, არის კოლეგების გვერდით. აგვიხსნან რა მოხდა. კი ბატონო თუ გასაშვებია ჩვენ ხელს ვერავის დავაფარებთ, მაგრამ მიზეზი აგვიხსნან. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ აქცია მოვაწყვეთ და აქ დავდექით, არანაირი გამოძახებები არ ჩავარდება, არც ერთი პანციეტი არ დარჩება სასწრაფოს გარეშე, უყურადარებოდ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაც გვინდა იყოს დაკმაყოფილებული” – ამბობს ქეთევან ერემაძე, კატასტროფის მედდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მაია რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა თანამშრომლებისთვის ცნობილი. როგორც ისინი აღნიშნავენ მათ არაერთი მენეჯერი გამოუცვლიათ, თუმცა ეს ყოველთვის კოლეგებთან შეთანხმებით ხდებოდა.










