LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე

სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ – კობახიძე კელი დეგნანზე

დაპოსტა 2022/07/09-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

როდესაც შენ გეუბნებიან, რომ არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ, მიშა ყაველაშვილი არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განცადა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, „მიშა ყაველაშვილს, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატი და გამორჩეულად ღირსეული კაცია, აქვს უფლება, კითხვები დასვას“.

„ამაში ჩვენ ვერ შევალთ ფორმა სწორია თუ არასწორია, როცა არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მას აქვს უფლება. აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის იმიტომ, რომ მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს ძალიან სამწუხაროა.

დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცეებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა ბუნებრივია გაკრიტიკება, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ გალერის ვეუბნებით არგუმენტით, შენ როცა ამბობ, რომ პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ეს არის ნონსენსი, ეს ხომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა. კრიტიკა არ სცილდება ეთიკის ფარგლებს, არ ვამბობთ, რომ ტყუილებს ლაპარაკობს გალერი. ეს ფორმა და შინაარსი ჩვენ არ აგვირჩევია, კრიტიკას ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით, შეურაცხყოფასაც ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით.

ამაზე რომ გვეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე, რომელიც სიწმინდეა თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ კრიტიკა შეგიძლია ყველას მიმართ გამოიყენო. ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ასეთ დროს, როდესაც ერთი მხრივ შენ გეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს არის რბილად, რომ ვთქვათ დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში კოლეგიალობიდან გამომდინარეც და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ზოგადად ფორმასთან დაკავშირებით მართლა შეურაცხმყოფელია, როდესაც ასეთი რაღაც ხდება. შინაარსს რაც შეეხება, როდესაც საუბარია ტყუილებზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ აქ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ როდესაც საუბარია გარკვეულ ბრალდებაზე, არჩეული პარლამენტარის მიმართ, იქ არგუმენტებიც უნდა იყოს მოყვანილი ხომ? როცა საუბარია იმაზე, რომ დავუშვათ არ მახსოვს ახლა დეტალები მიშა ყაველაშვილი ციტირებს ეკა გიგაურს და მერე ამბობს, რომ იქნებ გამიჯვნოდით ამას, როგორც მახსოვს ეს იყო წერილის შინაარსი. ანუ, რა არის ამაში ტყუილი ხომ უნდა განიმარტოს? ეკა გიგაურის ციტატა იყო არასწორად მოყვანილი თუ გამიჯვნის თაობაზე რაღაც საკითხის დასმა არის ტყუილი, თუ რა არის ხომ? იგივე ეხება ლომჯარიაზე, ლომჯარია რომ ამბობს, რომ ჯობია ქვეყანა იწვოდეს, ვიდრე სირცხვილი ვჭამოთ, და სირცხვილის ჭამა რა იყო? სანქციებს რომ არ მივუერთდით ხომ? თვითონ ამ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ თავისთავად ის, რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, პარლამენტის წევრს თან მიშა ყაველაშვილს ამას ცალკე გაუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა ისეთი რამეა, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება და შინაარსიც არის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. როგორც დეგნანმა აღნიშნა, წერილი ბოლომდე ვერც კი წაიკითხა.

 

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. "ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს,...

დაწვრილებითDetails

აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება – ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.   პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“.   „მე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი კლება – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება,...

დაწვრილებითDetails

ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას "მთავარი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს
მთავარი

პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლასა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.  მისი განცხადებით, უფრო სასტიკად ნაცემია მისი მეგობარი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია და სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა შესვენების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"