დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 23-ე იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავენ. მათ ჯერ „ინსტაგრამ სთორიში“ პაემნის ფოტოები გაავრცელეს, შემდეგ კი ევროტურში გაემართნენ. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი ჯერ პარიზში იმყოფებოდა, ახლა კი ისინი რომანტიკულ არდადეგებს ვენეციაში ატარებენ.
წყვილის პაპარაცული ფოტოები უკვე გავრცელდა. დევიდსა და ვიქტორიას ყვითელი სხვადასხვა ტანისამოსი აცვიათ და გონდოლით გადაადგილდებიან.
„დევიდ, მე შენ ძალიან მიყვარხარ, გილოცავ ქორწინების 23-ე იუბილეს. შენ ჩემი ყველაფერი ხარ“, – ასე დაასათაურა ფოტოები 48 წლის ვიქტორიამ.










