“ამ პოსტის გამო ჟურნალმა “სარკემ” ბოდიში მოუხადოს ქართველ ემიგრანტებს.”-ამის შესახებ ფესიბუქზე წერს ნათია ჯიმშელეიშვილი .
“ამ პოსტის გამო ჟურნალმა “სარკემ” ბოდიში მოუხადოს ქართველ ემიგრანტებს. არ შეიძლება ასეთი თავზეხელაღებით საუბარი თქვენი “ყვითელი ამბების” გასაყიდად, ქალებზე, რომლებმაც წლები ტანჯვა-წამებაში გაატარეს, ოჯახიდან, შვილებიდან და სამშობლოდან შორს, ზოგმა საყვარელი ადამიანების ლხინი ვერ გაიზიარა, ზოგმა ძვირფასი ადამიანები ვერ დაიტირა, ამიტომ, როცა რამეს დაწერთ კარგად დაფიქრდით სხვის ემოციებზე,.
ათეული წლებია ვცეკვავთ და ვმღერით ალ ბანოს, ადრიანო ჩელენტანოს, ტოტო კუტუნიოს სიმღერებზე, მაგრამ იტალიურ პრესას არ დაუწერია მსგავსი ცილისწამება ჩვენზე. იმღერა იმ ადამიანმა და იცეკვა, რა დაინახეთ ამაში საიმისო, რასაც წერთ.
ნუ კადრულობთ ყველაფერს და ჟურნალისტურ ეთიკას ნუ არღვევთ.
სხვათა შორის, იმ ემიგრანტი ქალბატონების, (თქვენ რომ საქალეთი უწოდეთ) მეუღლეები, შვილები, დედები და-ძმანი და მეგობრებია თქვენი პოტენციური თუ რეალური მკითხველი და მათაც ბოდიში მოუხადეთ.”
https://sarkenews.ge/…/qarthveli-qalis-saqhvareliao…/