უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობები, ევროკომისიის შეფასება და ფორმალურ/პრაქტიკული ნაბიჯები ევროკავშირის წევრობისთვის – ბრიუსელში, ევროპული პოლიტიკის ცენტრში 3 ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე იმსჯელებენ.
ღონისძიებას ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილე, მაცეი პოპოვსკი გაუძღვება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხების განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად მიანიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს შემთხვევაში კი ევროპული პერსპექტივა აღიარა.
Join tomorrow’s event organized by @epc_eu where our Acting Director-General Maciej Popowski will discuss the @EU_Commission’s Opinions on the ??EU membership applications of ?? #Ukraine, ?? #Moldova & ?? #Georgia and next steps. More info & registration ?https://t.co/21QAiGiGo8 pic.twitter.com/wGmvrvWCsP
— EU NEAR?? (@eu_near) July 6, 2022










