LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას – რა ვითარებაა ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში (+ფოტო)

პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას – რა ვითარებაა ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში (+ფოტო)

დაპოსტა 2022/07/05-ში
A A
172
ნახვა
გაზიარება

სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

გთავაზობთ განცხადებას:

,,? 2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა და დაადგინა, რომ სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას.

 

✅ ოზურგეთის და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა დამატებით, წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოთხოვნა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე.

‼️ ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს. მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია; სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები.

 

✅ სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ

‼️ ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე. ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

✅ საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გორის სოციალურ საცხოვრისში სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება. აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ.

 

‼️ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსებული ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი. მიუხედავად ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, 50-მდე ოჯახი მაინც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შენობაში გაუმართავია სადრენაჟო სისტემა და ძლიერი ნესტის შედეგად დაბინძურებულია ჰაერი. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა შენობის პირველ სართულზე, სადაც აყრილია იატაკი, დაობებულია კედლები და ჭერი, წვიმის დროს გუბდება წყალი და ჰაერი ისე მძიმდება, რომ პერიოდულად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. შექმნილ მდგომარეობაში მობინადრეები ხშირად ავადდებიან, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები. შენობას არ აქვს მისასვლელი გზა, გარე პერიმეტრი არ არის კეთილმოწყობილი და არც გასართობი სივრცეებია ბავშვებისთვის.

 

✅ საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას – მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას.” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება69

დაკავშირებული -პოსტები

დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...

დაწვრილებითDetails

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა....

დაწვრილებითDetails

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"