Google წაშლის იმის დამადასტურებელ სამომხმარებლო მონაცემებს, რომ პაციენტი აბორტისთვის განკუთვნილ დაწესებულებას ეწვია. განცხადება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც აბორტის ფედერალური უფლების აკრძალვას გულისხმობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აქტივისტები ფიქრობენ, მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მთავრობა პირადი ინფორმაციის მოძიებას დაიწყებს, რათა აბორტის პროცესში მონაწილეობის მიმღები პირები დასაჯოს. საგულისხმოა, რომ ამერიკის მინიმუმ 2 შტატის ხელისუფლებამ ძებნის ისტორიის მონაცემები უკვე გამოიყენა ქალების წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად










