საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური ,,თეატრალური იმერეთი” დასრულდა. გრანპრი ტყიბულის თეატრს მიენიჭა, სპექტაკლისთვის ,,ქალაქი”, რომელიც გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორი ქეთევან სამხარაძე.
სხვა ნომინაციებში პრიზები ასე გადანაწილდა:
ფესტივალის აღმოჩენა – ნინო ჭახნაკია
საუკეთესო ახალგზარდა ქალი მსახიობი – თამარ ლომსიანიძე, ბაღდათის სახალხო თეატრი
საუკეთესო ახალგზარდა მსახიობი კაცი -გუდუნა სახამბერიძე
ქალის ეპიზოდური როლი – ეთერ დევაძე
კაცის ეპიზოდური როლი – მიხო ჭელიშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი
საუკეთესო ქალი მსახიობი – ირინა ჩხეიძე
ჟიურის სპეციალური პრიზი – მოქალაქეობრივი პოზიციის საუკეთესო წარმოჩენისთვის – ხონის სახალხო თეატრი
ახალგაზრდა ჟიურის პრიზი – ზაზა იოსებაშვილი.
საუკეთესო რეჟისურა – ,,ანტიგონე”, ვანის თეატრი.
დახურვის ცერემონიაზე ასევე გაიმართა ჟურნალ ,,თეატრალური ქუთაისის” პრეზენტაცია.
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი” 16 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.










