დღეს, ვაკეში ცნობილიბ იზნესმენი „Silk Road Group“-ის თანადამფუძნებელი ლევანკ აჭარავა ჩაცხრილეს. „ტვპ ირველმა“ მკვლელობისდ ეტალები გაარკვია. მათი ინფორმაციით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც კაჭარავამ წყნეთში,კერძოდ კაკლებთან,საკუთარი სახლისკენ გადაუხვია.
რამდენადაც ცნობილია, მოკლულს 20-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სავარაუდოდ, ე.წ კილერის ნამოქმედარია. „ტვ პირველის“ ინფორმაციითვე, არიან დაჭრილებიც.
ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია „მულტიპლექსს“, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნესს ფლობს. ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში.










