“საქართველოსთვის მართლაც ისტორიული დღეა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მზად ვართ ყველა პრიორიტეტის შესრულებისთვის, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მალე მივიღოთ. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას, მადლობა შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლეიენს”, – წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
დაზუსტებული ინფორმაციით გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. მათივე ცნობით, დაღუპულები უცხო ქვეყნის...










