,,ორი დღე დარჩა და საქართველოს არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს. ამას ვაზიანებთ ზუსტად, ჩვენი შვილების პერსპექტივას და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარს ვყრით წყალში.
რა არჩევანს ვიტოვებთ? იმ ხალხთან გვინდა, ვითომ ერთმორწმუნეები რომ არიან? ავტოკეფალია რომ გაგვიუქმეს, შემოსულები რომ არ იყვნენ, ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, მერე ეკლესია წაგვართვეს, ეკლესიები დაგვინგრიეს.
რად გადააქციეს აფხაზეთი, სამოთხე დედამიწაზე, ან ცხინვალი და სამაჩაბლო რად გადააქციეს? იმ რუსებთან გვინდა დაბრუნება, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ყველანაირ ქართულ კვალს შლიან?”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.










