კანონი და სამართალი
თაკო ჩარკვიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა:
„ბრავო!“ დღეს, თქვენ დასავლეთს უთხარით, რომ სამარცხვინო პრემიერი ჰყავს საქართველოს და არაფრის გაკეთებას არ აპირებთ. ამაზე 200 ათასი ქართველი გაგცემთ პასუხს!“
„თქვენ პრაქტიკულად უკრაინას ომის დაწყება დააბრალეთ!”
“თქვენ რომ გითხრათ, ბატონო ირაკლი, ძალიან უზრდელი ხართ, ამით არაფერი არ შეიცვლება! თქვენ ისევ უზრდელად დარჩებით!
„დღეს მე გულუბრყვილოდ ველოდი, რომ რაღაც „მესიჯს“ გააგზავნიდით დასავლეთისკენ; იქნებოდა საუბარი, რომ ვაპირებთ ამის გაკეთებას, გვინდა რომ ეს ასე მოხდეს, ვაპირებთ კითხვარის შესრულბას;
მაგრამ, არა, თქვენ მიზანმიმართულად გაგზავნეთ ძალიან ცუდი „მესიჯი“. თქვენ დასავლეთს უთხარით, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებთ!
მე თქვენ რომ გითხრათ, ბატონო ირაკლი, ძალიან უზრდელი ხართ, ამით არაფერი არ შეიცვლება! თქვენ ისევ უზრდელად დარჩებით! თქვენ კოლეგებს ესაუბრებით, მე პირადად არ მიკადრებია გარდა იმისა, რომ გითხარით – ომი უკრაინას არ დაუწყია, ისევე, როგორც საქართველოს;
თქვენ პრაქტიკულად უკრაინას დააბრალეთ ომის დაწყება, მარიუპოლის განადგურება… მე როგორც დეპუტატი ვალდებული ვარ გიპასუხოთ, რაზეც თქვენი უზრდელობა მივიღე;
დღეს დასავლეთმა შეიტყო, რომ თქვენ არაფრის გაკეთებას არ აპირებთ. როცა საქართველოს ჰყავს უზრდელი პრემიერ-მინისტრი, დასავლეთი თითს კი არ გვიქნევს, მას აინტერესებს, უზრდელი პრემიერით უნდა მოხვდეს ქვეყანა ევროკავშირში, კორუფციული ტიპის ქვეყანა უნდა შევიდეს, კრიმინალური მენტალიტეტის პატივისმცემელი ქვეყანა, თუ როგორი ტიპის ქვეყანა უნდა მიიღოს ევროკავშირმა?!
„ბრავო!“ დღეს თქვენ დასავლეთს უთხარით, რომ სამარცხვინო პრემიერი ჰყავს საქართველოს და არაფრის გაკეთებას არ აპირებთ. ამაზე 200 ათასი ქართველი გაგცემთ პასუხს!“
თაკო ჩარკვიანი,
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი.
პლენარული სხდომა. 22.06.22










