LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უცნობი დეტალები ყველაზე გემოვნებიანი უცნობი ქალის შესახებ (+ფოტო)

უცნობი დეტალები ყველაზე გემოვნებიანი უცნობი ქალის შესახებ (+ფოტო)

დაპოსტა 2022/06/22-ში
A A
1.8k
ნახვა
გაზიარება

თბილისის ქუჩებში თუ არა, სოციალურ ქსელებში ერთხელ მაინც შეხვდებოდით ფოტოზე აღბეჭდილ ასაკოვან ქალს, რომელიც თავისი გამორჩეული გარეგნობით ყველას ყურადღებას იპყრობს. ფერად სამოსში გამოწყობილ მოხუცს ძველი სილამაზე კვლავ აქვს შემორჩენილი.ერთი შეხედვით უდარდელი ქალის მიღმა დგას ადამიანი, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს.

ფოტოგრაფი ლაშა შალამბერიძე იყო ერთ-ერთი, რომელმაც პირველმა გაასაჯაროვა მისი სურათები, რამაც უფრო გაზარდა საზოგადოების ინტერესი გემოვნებიანი ქალბატონის მიმართ.
„პრაიმტაიმმა“ მოხუცის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალი გაარკვია.

70 წელს გადაცილებული, ზოია წიკლაური კახეთიდან, სოფელი შაშიანიდანაა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ქალი დაახლოებით, ოცი წელია სოფელში აღარ გამოჩენილა.

„ზოია (ნინო) წიკლაური გურჯაანის რაიონიდან, სოფელ შაშიანიდანაა. ახალგაზრდობაში ულამაზესი ქალი იყო.  პედაგოგიურზე სწავლობდა. მასა და მის ქმარს (გვარად ანჩაბაძეს) ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს, კლასელები იყვნენ.  ნინო ცხოვრობდა ისე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, თუმცა ოჯახის დანგრევის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ნინოს ქმარმა უღალატა მტკნარი სიცრუეა. ქმრის მშობლებს ნინო ძალიან უყვარდათ, მას უდიდეს პატივს სცემდნენ. ნინოს ერთი შვილი ჰყავდა, თამაზი, რომელიც მხედრიონობის დროს მოუკლეს.  ულამაზესი და უკარგესი ვაჟკაცი იყო. მისი ყოფილი მეუღლე, მათი განქორწინებიდან 12-15 წელში დაიღუპა. ნინო ჩვენც გარდაცვლილი გვეგონა,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ფოტოებში ამოვიცანით. სხვათა შორის, მაია კაკაურიძის მოთხრობას „ციცინათელები” საფუძვლად ნინოს ისტორია უდევს”,- უყვება „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მაია კიკაურიძე მოთხრობაში „ციცინათელები” შემდეგ ინფორმაციას წერს:

„ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეგობარმა ფოტო გამომიგზავნა, თუ იცნობ, აბა ვინ არისო . სურათზე არაბუნებრივად გამხდარი ქალი იყო აღბეჭდილი; მოკრძალებული იდგა რკინის ურნასთან – დიდხანს ვუყურე. მართალია თავზე ღია ფერის ფარფლებიანი ქუდი ეფარა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ თმები არ ჰქონდა; ღია ყვითელი, მაქმანებით გაწყობილი კაბა ეცვა. მძივი და სამკაულები აესხა, რაც იმას მიანიშნებდა, რომ თავის დროზე ეს სამკაულები მისი ერთგული, უღალატო მეგობრები ყოფილან და დღემდე ერთგულობდნენ პატრონს – დახვეწილი სახის ნაკვთები, იშვიათი ფერის თვალებითა და ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ღიმილით. ფოტოდან ოდესღაც აუწერელი სილამაზის აჩრდილი მიცქერდა, ძვალზე გადაკრული ტყავის გამოსახულებით – ზოია- ჩვენი საბავშვო ბაღელი თეთრთმიანი ბიჭის დედა-ზოია.

თამაზის გარდაცვალების შემდეგ, მეც და ძალიან ბევრს გვეგონა , რომ ზოიაც გარდაიცვალა. თუმცა, სოციალურ ქსელში განთავსებულ აღნიშნულ ფოტოს, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ჩანდა გადაღებული, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონია, რადგან კომენტარებში ბევრს, ჩემთვისაც ახალს ვკითხულობდი: ,,ამ ქალს შვილი მოუკლეს აფხაზეთის ომში და ამ მდგომარეობაში მას შემდეგ იმყოფებაო’’. კი ბატონო, შვილის სიკვდილმა გადაიყვანა საბრალო ზოია ჭკუიდან, მაგრამ თამაზი აფხაზეთის ომში არ მოუკლავთ…ის საბოლოოდ თავისივე მოძმისგან ზურგიდან ნასროლ ტყვიას შეეწირა. სიმართლე ზეცაშია და ის უფალმა იცის.. რა დაუნდობელია ცხოვრება. რა ბედზე და ვარსკვლავზე დაბადებულან დედაც და შვილიც?! ზოიას მოძებნა რთული არ არის – რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნით, მაგრამ ახლოს ვერ გაეკარებით, რადგან არავის ელაპარაკება…. ნეტავ, თუ მიცნობს?!”.

თბილისის ქუჩებში ზოია (ნინო) წიკლაურს ხშირად ხედავენ, უღებენ ფოტოებს. სად და რა ვითარებაში ცხოვრობს ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, მოდურად ჩაცმული ქალი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები AT.GE-მ გამოაქვეყნა

გაზიარება716

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"