ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 23 ივნისს მაიმუნის ყვავილის ვირუსის საკითხზე საგანგებო კომიტეტის სხდომას გამართავს, რათა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ახლანდელი ეპიდაფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ახლა მოქმედების დროა, ვინაიდან ვირუსი უცნაურად ვრცელდება, ფიქსირდება სულ უფრო მეტ ქვეყანაში, რაც საერთაშორისო დონეზე კოორდინაციის გაძლიერებას საჭიროებს.
მიმდინარე წელს 39 ქვეყანაში 1600 დადასტურებული და 1500 სავარაუდო შემთხვევა დადასტურდა, 72 ადამიანი კი გარდაიცვალა.
მაიმუნის ყვავილი ენდემურია აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, მაგრამ ამავე ქვეყნებში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ბოლო თვეებში შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა.










