LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე

კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2022/06/15-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება

თვითონ კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს იძლევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, კანდიდატის სტატუსთან არც „მეტი ფული“ არ არის დაკავშირებული და არც ევროკავშირში გაწევრიანების ვადის კუთხით არაფერი იცვლება.

„თვითონ კანდიდატის სტატუსი როგორც ასეთი პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს არ იძლევა, ჩვენ ამაზე გვქონდა განმარტება, არცერთი ევროთი მეტს არ გაძლევენ, კანდიდატის სტატუსთან მეტი ფული არ არის დაკავშირებული, ვალდებულება არ უჩნდება ევროკავშირს. ვადების კუთხითაც არანაირად არ იცვლება შენი პერსპექტივა, ისევ 5 წელიწადში 10 თუ 15 წელიწადში მოგანიჭებენ წევრის სტატუსს, არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გახდი კანდიდატი. პრაქტიკული კუთხით რეალურად არაფერი იცვლება. ამაზე ტყუილები ისმის „ნაცმოძრაობის“ არხებზე, ამბობენ, რომ თითქოს ფულს ნიშნავს, ბავშვები წავლენ განათლების მისაღებად, სრული ტყუილია, არაფერი მეტი არ გეძლევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გადაცემაში საქართველოს „ომში ჩათრევის” მცდელობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და უპასუხა კითხვას, „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს, ჩვენს ომში ჩართვას?“ .

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, რომ დასავლეთი ითხოვდა საქართველოსგან ომის დაწყებას, თუმცა „სუბიექტური ინტერესი შესაძლოა არსებობდეს“.

„მე ერთი ვთქვი და ძალიან ზოგადად ვიტყვი ახლაც. რა თქმა უნდა, სუბიექტური ინტერესი ამ კუთხით შეიძლება არსებობდეს. რა კუთხით: რა თქმა უნდა, საქართველოს ჩართვა ომში, მეორე ფრონტის ჩართვა, რუსეთს ვითარებას გაურთულებს, ახლა არ აქვს სათანადოდ გართულებული ვითარება უკრაინაში. მძიმედ მიდის პროცესები სევეროდონეცკში, გადავლენ ლისიჩანსკზე და ა.შ. შეიძლება ამით დასრულდეს ომი და ასე თუ მოხდა, რომ დონეცკის ოლქი აიღო და რუსეთი გაჩერდა, ეს არის რა თქმა უნდა, რუსეთის გამარჯვება, რადგან ექნება უკრაინის 22-23% ოკუპირებული. მთელი აზოვის ზღვა წაღებული და ა.შ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნებოდა შვება ამ კუთხით, შესაბამისად, ვერავის ვერ გაამტყუნებ ამ კუთხით. ვერავის ვერ გავამტყუნებთ, რომ ეს სუბიექტური ინტერესი შეიძლება არსებობდეს და ასეთ დროს შეიძლება პარტნიორებთან რაღაც უხერხულობები შეგვექმნას. ვისაც უნდა უკრაინაში რუსეთის დამარცხება, ყველაზე მაქვს საუბარი. სუბიექტურ ინტერესებზე მაქვს საუბარი და არა მოთხოვნაზე, შეიძლება არსებობდეს ასეთი სუბიექტური ინტერესი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარ მოთხოვნაზე არ მაქვს საუბარი. შეიძლება ქვეცნობიერში იყო მოლოდინი, რომ აქაც წავიდოდა ეს აქტივობა და მოწოდებები იყო ძალიან აქტიურად პირველი ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

კობახიძის განმარტებით, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები საუბრობენ, „თითქოს „ოცნება“ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენგან ითხოვდა დასავლეთი ომის დაწყებას, მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთი რამ არასდროს გვითქვამს”.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„დიპ-სტეიტის“ გეგმით, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოება ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო,...

დაწვრილებითDetails

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა – EU-ს ანგარიში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”
მთავარი

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა - ევროკავშირი მწვავე დასკვნას აქვეყნებს. 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მიმოხილულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გასულ წელს...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატო-ს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის...

დაწვრილებითDetails

ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით...

დაწვრილებითDetails

ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი რომ არის, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა – ყაველაშვილი სააკაშვილზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

გიორგი ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან, ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს პროცესი ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაშიფრი, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები. დღესაც...

დაწვრილებითDetails

ანწუხელიძე გმირია, რომელმაც თავი დადო სამშობლოსთვის – გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის განცხადებით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"