LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ასლან ბჟანიას ქუთაისელი თანაშემწე – რა ხდება აფხაზეთში და რა სკანდალურ დეტალებზე საუბრობს მამუკა არეშიძე

ასლან ბჟანიას ქუთაისელი თანაშემწე – რა ხდება აფხაზეთში და რა სკანდალურ დეტალებზე საუბრობს მამუკა არეშიძე

დაპოსტა 2022/06/14-ში
A A
174
ნახვა
გაზიარება

 

აფხაზეთში დიდი სკანდალია – აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ახალი თანაშემწე, ალექსანდრე მირელი ეთნიკურად ქართველია და ეს უკვე თავად დეფაქტო პრეზიდენტმაც დაადასტურა. – სტატიას ,,ვერსია” აქვეყნებს.

 

ასლან ბჟანიას პრესსამსახური ახალ დანიშნულ პირს ახასიათებს, როგორც პატივცემულ პიროვნებას, რომელიც რუსეთში დაჯილდოებულია “მედლებით, საპატიო სიგელებით, მადლობისა და მისასალმებელი წერილებით”. ხაზგასმულია, რომ მან ჯილდო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.

 

აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე მირელი ადრე მირილაშვილი იყო. იგი სოხუმში დაიბადა და 1992 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

 

მირელი იძებნება რუსეთში ქართული დიასპორის ვებგვერდზე kartvelebi.ru არსებულ ჩამონათვალშიც. იქ იგი წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

 

ის, რომ ახლა აფხაზეთის ლიდერს თანაშემწის სტატუსით ეთნიკურად ქართველი დაეხმარება, სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი. ოფიციალურად, ალექსანდრე მირელის დეფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას ახალ თანაშემწედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურს ჯერ არ გაუკეთებია ინფორმაცია, კონკრეტულად რას გააკეთებს მირელი და რა იქნება მისი უფლებამოსილება.

 

მირელი იყო არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე (2009-2012), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწე.მედიამ მას ყურადღება 2018 წლის ივნისში მიაქცია, როდესაც მისი ვაჟის, მორის მირელისა და სამშენებლო მაგნატის ალექსანდრე ჩიგირინსკის ქალიშვილის, ირინა ჩიგირინსკის ქორწილი შედგა.

 

მაშინ მედია წერდა, რომ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ ამ ქორწილში ლეზგინკა იცეკვა – წერს „ჯემნიუსი“.

 

 

აღნიშნულ საკითხზე მეტი დეტალის გასარკვევად, „ვერსია“ კონფლიქტოლოგსა და ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

 

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის არის ძმები მირელაშვილების ოჯახიდან. საკმაოდ მდიდარი ხალხია, მილიონერები არიან. მირელაშვილების ბოლო აქტივობა საქართველოში ლესელიძის ქუჩაზე სინაგოგის რემონტში მონაწილეობა იყო დაახლოებით 2007 წელს. ისინი წარმოშობით ქუთაისიდან არიან და ბავშვობიდან პეტერბურგში ცხოვრობენ. ასე რომ, ეს ქართველი-ებრაელების ჯგუფია, რომელიც, პრინციპში, ატარებს გარკვეულ სიმბოლოს საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველები არ არიან. ასე რომ, ის პრეტენზიები, რომელიც ადგილობრივმა ოპოზიციამ ასლან ბჟანიას წაუყენა, არის ტყუილი.

 

რაც შეეხება თავად ალექსანდრე მირელს, ის ძალიან აქტიურია რუსულ პოლიტიკურ სივრცეში. საკმაოდ საინტერესო თანამდებობები ეკავა… ის გუბერნატორი იყო არხანგელსკის ოლქში, დუმის სხვადასხვა დეპუტატის თანაშემწეც იყო. ის რუსეთის სახელისუფლებო კორიდორებში ძალიან გარკვეული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალურადაა გამოგზავილი იმისთვის, რომ გარკვეული კომუნიკაციური ქსელი შეიქმნას უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო.

 

_ რას გულისხმობთ?

 

_ ვატყობთ, რომ აფხაზეთში მოსკოვში გაზრდილი ჩინოვნიკების რიცხვი იზრდება. ინალ არძინბას გარდა, რომელიც სურკოვის სკოლის გაზრდილია, სხვებიც არიან, მათშორის, ახალგაზრდები, რომლებიც მოსკოვის სხვადასხვა პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ. ისინი მოსკოვის ხალხად აღიქმებიან და როგორც ჩანს, რუსეთში აპირებენ, რომ შეცვალონ აფხაზეთის დრევანდელი დეფაქტო  ხელისუფლება აბსოლუტურად პრომოსკოვური  „ხელისუფლებით“, რადგან მოსკოვში მობეზრდათ აფხაზების მუდმივი პოზაში დგომა და რუსული ინტერესების შეზღუდულად გატარება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის გამო მოხვდა მირელი აფხაზეთში და მისი ქართველობა აბსოლუტურად გამორიცხულია, ქართული ორიენტაცია მითუმეტეს.

 

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ…

გაზიარება70

დაკავშირებული -პოსტები

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...

დაწვრილებითDetails

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...

დაწვრილებითDetails

მატარებელის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა „ბათუმელები“

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...

დაწვრილებითDetails

რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
რატომ შეიძლება დაჯარიმდეთ 3 000 ლარით
მთავარი

საქართველოში მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა ენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ქულები აკლდება და კონკრეტულ დარღვევაზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია. ამასთან, მას შემდეგ, რაც მართვის...

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

ბა­თუმ­ში, ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი ქალს შე­ე­ჯა­ხა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად შუა ხნის ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა დღეს, 13 აგ­ვის­ტოს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის გამო, ამ დრო­ის­თვის მა­ტა­რე­ბე­ლი ვე­ღარ გა­და­ად­გილ­დე­ბა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"