LIVE TV
კვირა, ნოემბერი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ამაზე გიფიქრიათ?-ვის უცხადებს დავით ლიკლიკაძე სოლიდარობას

დაპოსტა 2022/06/11-ში
73
ნახვა
გაზიარება
დავით ლიკლიკაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და წერს
“ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა სტუდენტებს. მეამბოხეებს, რომლებსაც ორი თვეა არავინ მოუსმინა და ვინც მოუსმინა იმანაც გადააგდო.
ჩემი მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ითხოვდნენ, რასაც ითხოვდნენ, რომ ბინის ქირას ვერ იხდიან და იმიტომაც ვერ ჩადიან თბილისში. ამაზე ვინმეს გიფიქრიათ? მე მიფიქრია.
ბინის ქირასაც ვუხდიდით ქართველი ხალხი და ბენზინსაც და არ იკადრეს პარლამენტარებმა ქუთაისში სიარული პარლამენტისთვის. და რა არის იმაში გაუგებარი, რომ სტუდენტი ვერ ჩადის თბილისში?
ახლა არ გამომიხტეთ აქციის ფორმაზე. ფორმა მიუღებელია, მაგრამ პროტესტი სრულიად მისაღები. იქნებ რომ მოგვესმინა ამ ახალგაზრდებისთვის გამოსაშვები აგრესიაც არ გვქონოდა.
ამაზე გიფიქრიათ? მე მიფიქრია.”

სტუდენტების მოთხოვნები ასეთია:

  • გადადგეს რექტორი და შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი!
  • დაუყოვნებლივ ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი!
  • აშენდეს საერთო საცხოვრებელი!
  • შეიცვალოს ამ სემესტრის ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატი!

თსუ-ს პრესსამსახურისცნობით, საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული:

  • გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო;
  • თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.

“ამ ნაბიჯების მიუხედავად, სტუდენტთა მცირე ჯგუფი დღემდე აგრძელებს პროტესტს სხვადასხვა, მათ შორის გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით. სტუდენტთა ამ მცირე ჯგუფთან კომუნიკაცია პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. მათ 2 შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ხოლო 20-მდე შეხვედრა შედგა რექტორის მოადგილესთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი” – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

პროტესტის მონაწილე სტუდენტები კი ამბობენ, რომ უნივერსიტეტი და სახელისუფლებო მედია ცდილობს მათი და მათი პროტესტის მარგინალიზაციას.

თეგები: დავით ლიკლიკაძეთსუსტუდენტების პროტესტი
გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. მეგა tv-ს ინფორმაციით დაღუპული ახალგაზრდა გიგა მესხიძეა. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს ავრცელებენ : გიგა...

დაწვრილებითDetails

“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპისთვის ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების გვერდით ვდგავარ, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს. კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, დღეს „სიმამაცის, სიმტკიცისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ურყევი...

დაწვრილებითDetails

“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ,...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მიტროპოლიტ აბრაამს 15:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფომარაციას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ....

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. შსს-ს ცნობით,აღნიშნული პირი რამდენიმე დღის წინ არის დაკავებული სამართალდამცველების მიერ...

დაწვრილებითDetails

” USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ...

დაწვრილებითDetails

“გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს” – კობახიძე

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ამ ადამიანების დასახელება, შესაბამისად, შემოიფარგლებიან ზოგადი...

დაწვრილებითDetails

“დღეს არის ერთიანობის დრო!” – ბესო შენგელია

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, საზღვრები უნდა გავაერთიანოთ და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».