ქუთაისში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტები გაძარცვეს.
ქალაქის მასშტაბით 20-ზე მეტი ლიფტის გამშვები დეტალები მოიპარეს. ლიფტია გაქურდული ილია ჭავჭავაძის გამზირზე და ნიკეას ქუჩაზე.მოსახლეობის თქმით, მსგავსი ფაქტები გახშირებულია და ლიფტის შეკეთება თავისი სახსრებით უწევთ.
წაღებულია დანადგარი, რომელიც ლიფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
კომპანია, რომელსაც კორპუსებში ლიფტების უზრუნველყოფა ევალება, აცხადებს, რომ ქალაქის მასშტაბით ლიფტების გაქურდვის ფაქტები გახშირდა და ყოველდღიური სახე მიიღო.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია.