უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კარილ შანავა დაიღუპა.
იგი მტერთან ბრძოლაში გმირულად დაეცა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ნათესავები ავრცელებენ.
კირილ შანავა წარმოშობით ქართველია, თუმცა უკრაინის მოქალაქე იყო და იქ გაიზარდა.
ირკვევა, რომ ის ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა, სადაც დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.
შეგახსენებთ რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის ომს 14 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
დიდება გმირებს! ????










