,,დავაკვირდი თუ ცუდქართული ბოღმა არ გვჭამს ძალიან კარგი ხალხი ვართ. მე ცოტა უემოციო კაცი ვარ და მეამაყება ბევრი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ქართველი.
მაგალითად უკრაინელებთან ძალიან ვამაყობდი ბევრის საქციელით. დაივიწყეთ პარტიები სულ ერთი წუთით და წარმოიდგინეთ რომ მთელ საქართველოს ერთმანეთი გვიყვარს.
როგორ არ ვიამაყოთ როცა:
პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ელისაშვილი აქ იბრძვის.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბარამიძე აქ იბრძვის.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი აქ იბრძვის.
მოქმედი დეპუტატი ვაშაძე ომში ეხმარება ადამიანებს ევაკუაციაში.
მოქმედი დეპუტატი ხაზარაძე აკეთებს ფლეშმობს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
თუ ამას ზიზღს გამოაკლებ მიხვდები რომ არც ისე ცუდები ვართ, როგორც ერთმანეთს ვამკობთ❤️”-წერს უკრაინაში მებრძოლი ზვიად ბაღდავაძე.










