შაკირა და ჟერარ პიკე 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკემ პარტნიორს პაბლო გავის დედასთან უღალატა.თუმცა ახლახან სრულიად სხვა დეტალები გამოიკვეთა. ჟერარ პიკემ შაკირას პაბლო გავის დედასთან კი არა, 19 წლის გოგონასთან უღალატა. El Periódico-ის ცნობით, პიკეს ახალი შეყვარებული 19 წლის ქერათმიანი სტუდენტია, რომელიც ღონისძიებების წამყვანად მუშაობს. ისინი შაკირამ პირდაპირ საწოლში გამოიჭირა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ – თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი...










