ბოლო რამდენიმე დღეა 52 წლის ჯეი ლო „ინსტაგრამ“ გამომწერებს უახლესი ფოტოებითა და ვიდეოებით ძალიან ანებივრებს. მან არაერთი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო. სულ ცოტა ხნის წინ კი ჯენიფერის ნიშნობის ბეჭდის ახლო კადრი გავრცელდა. ლოპესმა ფრჩხილებზე საყვარელი მამაკაცის ინიციალი დაიხატა. ფოტო კი „ინსტაგრამზე“ მისმა სტილისტმა გაავრცელა.
„ჯენი და ბენი სამუდამოდ“ – ასე დაასათაურა უახლესი ფოტო ტომ ბაჩიკმა, სადაც ბენის მიერ ნაჩუქარი მწვანე ბრილიანტის ბეჭედი ახლო ხედით ჩანს.










