ორი თვის წინ, ბრიუს უილისს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მსახიობი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს და „ინსტაგრამზეც“ საკმაოდ აქტიურია. გასულ კვირას მან ვიდეო გაავრცელა, რომელიც სახალისო ცეკვით იწყება, სულ ცოტა ხნის წინ კი ის მალიბუში გადაიღეს.67 წლის ბრიუსი ქუჩაში ყავით ხელში მისეირნობდა, შემდეგ კი მეგობრებს შეხვდა და წაიხემსა. უილისს კუბოკრული პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.
„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ – თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი...










