LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მსოფლიოს ყველაზე ცუდი და კარგი ქალაქები სამუშაოდ – როგორია რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე ცუდი და კარგი ქალაქები სამუშაოდ – როგორია რეიტინგი

დაპოსტა 2022/05/28-ში
A A
101
ნახვა
გაზიარება

სამუშაოდ და ცხოვრების ბალანსისთვის საუკეთესო ქალაქად ოსლო, ხოლო ყველაზე ცუდად – დუბაი დასახელდა. ეს კვლევითი ცენტრის – Kisi-ს მიერ გასულ კვირას ჩატარებული კვლევის შედეგებია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ქალაქების გამოსავლენად კომპანია Kisi-ის მკვლევარებმა ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეს, როგორებიცაა: სამუშაო ინტენსივობა და სიცოცხლისუნარიანობა ქალაქში, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი ცხოვრების ღირებულება და საკმარისი თავისუფალი დრო.

კვლევით დადგინდა, რომ თუკი ჰელსინკში დასაქმებული ყოველწლიურად ანაზღაურებად შვებულებას მთელი თვის განმავლობაში იღებს, ლოს-ანჯელესში დასვენების მაქსიმალური ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირაა.

ბუნებრივია, რეიტინგის შედგენაზე გავლენა პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმაც იქონია: ეს პერიოდი ბევრისთვის პრიორიტეტების გადახედვისა და ახალი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობად იქცა და საზოგადოების ნაწილმა ახალ ქალაქში გადასვლა – ცხოვრება და მუშაობა გადაწყვიტა. თუმცა რადგანაც პანდემიური ცვლილებები შრომით ბაზარს ყველაზე მეტად შეეხო, დისტანციურად საქმიანობის დასრულების შემდეგ, ოფისში დაბრუნებული თანამშრომლებისთვის თითქმის ყველა სექტორში რიგი გამოწვევები გაჩნდა: დასაქმებულებს ბევრად ურჩევნიათ ის მოქნილი სამუშაო საათები, რასაც დისტანციურად მუშაობა მოიაზრებს; ბიზნესების წარმატებულად ოპერირებისთვის კი ოფისებში დაბრუნებულებს არცთუ იშვიათად, ზეგანაკვეთურად საქმიანობა დასჭირდათ.

ქალაქების ათეული, სადაც წელს ზეგანაკვეთურად ყველაზე ხშირად მუშაობენ, ასეთია:

1. დუბაი
2. ჰონკონგი
3. კუალა-ლუმპური
4. სინგაპური
5. მონტევიდეო
6. ტოკიო
7. ბანგკოკი
8. კეიპტაუნი
9. ლისაბონი
10.ბუდაპეშტი

მზარდი კონკურენციის პირობებში მაინც რჩება რამდენიმე ისეთი კომპანია, რომლებიც თანამშრომლებისთვის ხელსაყრელ სამუშაო გრაფიკს არჩევს პრიორიტეტად. ასეთია, მაგალითად, კომპანია Airbnb-ი, რომელიც დასაქმებულებს სახლიდან საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს.

რაც შეეხება ქალაქების ათეულს, სადაც დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია, ასე გამოიყურება:

1. სინგაპური
2. ვაშინგტონი
3. ოსტინი
4. ბერნი
5. ციურიხი
6. ჟენევა
7. სან-ფრანცისკო
8. ბოსტონი
9. სტოკლოჰმი
10. ლივერპული

თუმცა, ამის ფუფუნება ბევრ ლიდერ კომპანიას არ აქვს – ორწლიანი რთული პერიოდის შემდეგ, ბევრ სფეროში კონკურენტუნარიანობის გაწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

ამ კონტექსტში, რიგი ქალაქები, სადაც ფინანსური და ბიზნეს ცენტრებია განლაგებული, რომლებიც დიდი ხანია, გლობალურ ეკონომიკურ ძალას წარმოადგენენ, Kisi-ს რეიტინგში არცთუ ისე სახარბიელო პოზიციებს იკავებენ. ასეთი კომპანიების უმეტესობა თავს, ძირითადად, ნიუ-იორკში იყრის, შესაბამისად, ქალაქის მაჩვენებელი რეიტინგში დაეცა და 100-დან 59-ე ადგილი დაიკავა, არადა წინა წელს ნიუ-იორკი 38-ე ქალაქად პოზიციონირებდა.

ნიუ-იორკთან ერთად, რეიტინგში მკვეთრად ჩამოქვეითდა ლონდონიც – წელს ის 27-ე ადგილზეა, არადა ბრიტანეთის დედაქალაქი შარშან მე-20 ადგილს იკავებდა.

დაბოლოს, 2022 წლის სამუშაო და ცხოვრების ბალანსისთვის საუკეთესო ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

1.ოსლო
2.ბერნი
3.ჰელსინკი
4.ციურიხი
5.კოპენჰაგენი
6.ჟენევა
7.ოტავა
8.სიდნეი
9.შტუტგარტი
10.მიუნხენი

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი პირველი მაისისთვის

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 30 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო  – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურ ნიშნულზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 711 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.23%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 28 აპრილს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 28 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6930, ევრო – 3.1627, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6509 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 24 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6936, ევრო – 3.1464, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6334 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"