რა არის მაიმუნის ყვავილი, რა სიმპტომები ახასიათებს მას? ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ გადაცემაში ‘შუადღე ქუთაისში” ისაუბრა : “მაიმუნის ყვავილი ეს არ არის ახლად აღმოჩენილი დაავადება, ეს არის ერთ-ერთი ზოონოზური ინფექცია, რომელიც 1970 წლიდან ცირკულირებს . ძირითადათ ის აღმოჩენილია და დაფიქსირებულია აფრიკის ქვეყნებში. პირველი შემთხვევა იყო კონგოს რესპუბლიკაში აღმოჩენილი. დაავადების გადამტანები და გამავრცელებლები არიან მღრნელები და თბილ სისხლიანი მაიმუნები. ძირითადათ მღრნელები არიან რეზერვუარები, ამ ცხოველებთან, მათ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ადამიანების ინფიცირება. არის ასევე შემთხვევები ადამიანიდან ადამიანზე გადაცემისა. მაიმუნის ყვავილმა ბოლო დღეებში თავი იჩინა აშშ-ში, ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, იტალიაში ესპანეთში. მნიშნელოვანი გარემოებაა ის რომ დაფიქსირებული შემთხვევების კვლევის დროს არ იკვეთება დაინფიცირებულების მოგზაურობის ისტორია ენდემურ ქვეყნებში. გადაცემის გზები-ძირითადათ ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა, თუმცა ესეც უნდა იყოს ძალიან ახლო კონტაქტი ადამიანსა და ინფიცირებულ ადამიანს შორის. რაც შეეხება სიმპტომებს- შეიძლება ეს იყოს თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა , შეიძლება ეს იყოს კუნთების ტკივილი, ამის შემდგომ შეიძლება დაიწყოს გამონაყარი , გამონაყარი ძირითადათ ჩნდება სახის არეზე -პირველ ეტაპზე გარკვეული წყლულოვანი გამონაყარი , რომელიც ვითარდება შემდეგ ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე, ხელის გულებზე, ფეხის გულებზე. მეტწილად შეიძლება დადგეს თვითგანკურნება 21 დღის განმავლობაში”.
გადაცემა სრულად იხილეთ აქ_https://www.facebook.com/1028143050545517/videos/685339065863788










