დეკანოზი პეტრე კოლხი წერს: ,,აი, ეს ანგელოზივით გოგო მოკლეს” და ფოტოს აქვეყნებს.
ამბობს, რომ განსაცდელი დედამიწაზე არაქრისტიანული ცხოვრების ბრალია:
,,ყველა განსაცდელი არასწორი სულიერი ცხოვრების ბრალია…
ვტრაბახობთ, რომ მაგარი მართლმადიდებლები ვართ, სინამდვილეში ეს ყველაფერი ფასადურია, რადგან რაც ამ პატარა ქვეყანაში ხდება, გაუსაძლისად მძიმეა!..”
და რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთის არ უნდა ეშინოდეთ:
,,,,ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა”… პავლე მოციქულის ეს სიტყვები ბევრმა პირდაპირ გაიგო…
არიქა, ქმრის უნდა გეშინოდეს, ასე წერიაო…
არა, ტყუილია, მარაზმია…
არავის არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის… მით უფრო ცოლს არ უნდა ჰქინდეს ქმრის შიში…
მარტო ერთმანეთის დაკარგვის შიში უნდა გვაწუხებდეს…
წმინდა წერილს მაინც ნუ ამახინჯებთ…
ეროვნულ მენტალობას, შეუგნებლობას და სამოციქულოს სწავლებას ერთმანეთში ნუ აურევთ!..”-წერს პეტრე კოლხი.











