LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მინდა, იცოდეთ, თუ რისთვის გამყიდეს, თანაც იაფად”-ლექსო თორაძე

,,მინდა, იცოდეთ, თუ რისთვის გამყიდეს, თანაც იაფად”-ლექსო თორაძე

დაპოსტა 2022/05/12-ში
A A
171
ნახვა
გაზიარება

69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე  აშშ-ში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ლექსო თორაძე კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა.

იგი აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს შემსრულებელთა  ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს  სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია.

1983 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველო სენსაციურმა ამბავმა შეძრა: „ლექსო თორაძე ამერიკაში დარჩა!“

მაშინ საბჭოთა კავშირმა ლექსო მოღალატედ გამოაცხადა. წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი ლიანა ასათიანი იტყვის: „როცა გავიგეთ, ლექსო უცხოეთში დარჩა, ამ ამბავს მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით.

ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მას გაშლილი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც აქ, საბჭოთა კავშირში უქმნიდნენ. მისი ნაბიჯი ღირსეული იყო.

იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო…

უფრო ადრე უნდა წასულიყო, ისეთ მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ფედოსეევის ორკესტრმა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა… პროფესიული შეურაცხყოფა აუტანელია… დიდ ხომალდს დიდი ზღვა სჭირდებოდა, რომ ეცურა“.

მილიონერთა საკურორტო ქალაქი ვესთ-პალმ-ბიჩის (ფლორიდის შტატი) – უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი გადატენილია. სცენაზე ელა ფიცჯერალდი მღერის. ხანგრძლივი ტაშისა და ოვაციების პირველი ნაკადი ჩაცხრა, ელა მიკროფონთან მიდის და პუბლიკას მიმართავს: „დღეს მე და ოსკარ პიტერსონმა გავიცანით უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი, რომელმაც მოგვაჯადოვა თავისი მუსიკით.

იგი ახლა ამ დარბაზშია: იცნობდეთ, ლექსო თორაძე! ხვალ მას ამ დარბაზში კონცერტი აქვს, – განაგრძო ფიცჯერალდმა, – გირჩევთ ყველას, მოხვიდეთ და მოუსმინოთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ!“

ემიგრაციაში დარჩენილმა ლექსო თორაძემ ოჯახისათვის გაგზავნილ წერილში ახსნა ის გარემოება, რამაც გადაწყვეტილების მიღება აიძულა.

„წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა“, – მე მაინც ვცდი ბედს.

ფედოსეევები არამზადები, პირუტყვები არიან. მათ გამყიდეს! როგორც შემდეგ გაირკვა, ის სხვა რამით ყოფილა დაინტერესებული. მან ჩემი კონცერტები ხორხე რუბიოს და კორსაკოვებს გაუნაწილა.

ორივე შემთხვევაში, მატერიალური დაინტერესება ყოფილა ჩადებული – კორსაკოვებთან ქრთამი და ვალი.

რაც შეეხება რუბიოს, რომლისთვისაც პრესტიჟული იყო ესპანეთში გამართულ კონცერტებში მონაწილეობა, მის მდიდარ, მაგრამ უნიჭო ცოლს, დიდძალი ჰონორარით უნაზღაურდებოდა.

ყველაფერი ეს გვიან გაირკვა. აეროპორტში ვიგებ, რომ მთელი სამი კვირა უსაქმოდ ვიქნები. დაუყოვნებლივ მოვითხოვე დელეგაციის ხელმძღვანელს და ფედოსეევებს მოსკოვში დავებრუნებინე.

წინასწარ დავადგინე, რომ ამას იმპრესარიო გააკეთებდა თავისი ხარჯით. მოკლედ, მოსკოვში დაბრუნების უფლება არ მომცეს! რამდენიმე დღე თავზეხელაღებული ვიბრძოდი, რათა როიალთან მემუშავა, თუნდაც დღეში ერთხელ.

ხელმძღვანელობა უარს მეუბნებოდა: „რა საჭიროა, შევაწუხოთ ესპანელი იმპრესარიო სამეცადინო ადგილის ძებნით, თქვენ ხომ სამუშაო არ გაქვთ“.

ესპანელებმა, რომ დაინახეს ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჩემ მიმართ, თავიდან მომიცილეს. ფაქტობრივად, ყველა ჩემი უფლება დავკარგე – მივიღო კონცერტებში მონაწილეობა, დავბრუნდე სახლში, ვიმეცადინო… მივხვდი, რომ თბილისის კონცერტებამდე არსად არ შემიძლია, დავუკრა.

რადგან გადავწყვიტე, გავიპარო, აზრი აღარ ჰქონდა მოსკოვში გამეგზავნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახიფათოა და ადვილად გასაკონტროლებელი.

დავრწმუნდი, მათ შიში ჰქონდათ იმისა, რომ სიმართლეს დროზე ადრე გავამხელდი, აღვნიშნავდი გასტროლების დაბალ ხარისხს, პრესტიჟის დაცემას, კომერციულ ხასიათს, ფედოსეევების უპრინციპობას. ამიტომ, არ მაბრუნებდნენ მოსკოვში.

ორკესტრის დიდი ნაწილი თანაგრძნობით უყურებდა ჩემს დამამცირებელ და გამოუვალ მდგომარეობას. ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ, მხედველობაში ჰქონდათ ჩემი კონცერტების ჩაშლით გამოწვეული მატერიალური ზარალი.

თანდათანობით, ორკესტრმაც დაიწყო მუშტის ქნევა. ისინიც ამ დღეში იყვნენ. რა უნდა გამეკეთებინა, გარდა იმისა, რომ მეც დამეცინა საკუთარი თავისთვის.

განსაკუთრებით აქტიურობდა ვინმე ჟენია, რომელიც სულიკოს მეძახდა და ამით თავის პატივისცემას გამოხატავდა ქართული ფოლკლორისა და ერისადმი.

მინდა, იცოდეთ, თუ რისთვის გამყიდეს, თანაც იაფად. როგორ იცვლებიან ადამიანები, წარმოუდგენელია, რა ემართებათ!

აღარც კი მაფრთხილებდნენ ქალაქიდან ქალაქში გადასვლის შესახებ, არც ოფიციალურ შეხვედრებზე მიწვევდნენ – მთელი ორკესტრი ინფორმაციას რეპეტიციებზე იღებდა.

მე კი, მარად უსაქმურს, მივიწყებდნენ. მართალია, ნეჩაევი ყოველი „დავიწყების“ შემდეგ ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ… მივხვდი, რომ არც ორკესტრთან და არც ფედოსეევებთან ერთად, აღარასდროს მომიწევს სცენაზე გამოსვლა.

ეს იყო ერთადერთი ორკესტრი, რომელზეც იმედს ვამყარებდით მე და შენ, მამა. დანარჩენმა „გლავდირებმა“ ზურგი შემაქციეს.

წარმოუდგენელმა შეურაცხყოფამ მთელი წლის განმავლობაში, მაიძულა მიმეღო ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება.

იმ ღამეს ერთი ფიქრი ამეკვიატა – ნებისმიერი გზით შევძლო, თავიდან ავიცილო ადამიანური, პროფესიული და ნაციონალური დამცირება, რომელიც მე გავიცადე მათგან.

სასტუმრო „რობლედოდან“, რომელიც ქალაქ ხიხონში მდებარეობს, 25 აგვისტოს დილის 8 საათზე გამოვედი ყავისფერი ხელჩანთით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თან მდევდა აზრი, რომ მე კი არ წავედი, არამედ ჩემგან წავიდნენ.

ჩემი ქვეყნიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა. რას იზამ, მათ საწადელს მიაღწიეს. ახლა კორსაკოვ-მამის თვითმკვლელობის შესახებ.

ჩემი ვარაუდით, მან შვილთან ერთად, უცხოეთში წასვლა ჩემზე ადრე გადაწყვიტა. როგორც გახსოვთ, მოსკოვიდან გაფრენის დროს საბაჟოში გულმოდგინედ ჩხრეკდნენ. კორსაკოვ-შვილს საიდუმლო ჯიბეში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი უპოვეს. ფედოსეევის პირადმა ჩარევამ გადაარჩინა ის გასტროლებიდან გამოთიშვას.

ამ ინციდენტმა ის, სავარაუდოდ, სამუდამოდ ვალში ჩააგდო. ეს ყველაზე უკეთ იცოდა ფედოსეევმა, რომელიც მათთან დაკავშირებული იყო არა მარტო მუსიკით, არამედ ვალდებულებით დახმარებოდა.

ჩამორთმეული თანხის ასანაზღაურებლად ფედოროვმა კორსაკოვ-შვილს ჩემი კონცერტები გადასცა. სიამოვნებით დავუთმობდი ჰონორარს, ოღონდ დაკვრის უფლება მოეცათ.

მოკლედ, კორსაკოვ-შვილს არ გაუმართლა საბაჟოზე. მამა-შვილმა უცხოეთში დარჩენა გადაწყვიტეს, მაგრამ ჩემი გაუჩინარების შემდეგ ორკესტრის ხელმძღვანელობამ გადაჭარბებული ზედამხედველობა დააწესა, რამაც ხელი შეუშალა მათ ჩანაფიქრს.

იმედგაცრუებულმა კორსაკოვ-მამამ გადაწყვიტა, სასტუმროში თავი ჩამოეხრჩო.

ახლა ჩემს დღევანდელობაზე და მომავალზე: საშუალება მაქვს ვიმეცადინო, ვიცურაო, ვირბინო, ნორმალურად ვიკვებო და ვიცხოვრო. ადვილი შესაძლებელია, შენს დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, დედა, მე ნიუ-იორკის ყველაზე დიდ დარბაზში დავუკრა.

შენი ადგილი თავისუფალი იქნება და დაგელოდება. კონცერტიდან მიღებულ შემოსავალს, შენი დაბადების დღის აღსანიშნავად, შენი სახელით, ქალთა რომელიმე მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადავცემ.

თუ მე დაკვრას შევძლებ და სანამ ჯერ კიდევ ვუკრავ, საკონცერტო დარბაზში შენი ადგილი ყოველთვის დაგელოდება. სხვა დიდმა ქალაქებმაც მოითხოვეს ჩემი გამოსვლა. ჯერჯერობით ადრეა, მამა, ვილაპარაკოთ შენს კონცერტებზე.

ჯერ მე უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია დაკვრა, ისინი უნდა დავაინტერესო. ამ უმძიმეს მომენტში მთავარია, მაგრად იყო. გახსოვდეს ყველაფერი ეს, მე გამოვიწვიე, მაგრამ თქვენზე მეტად მე მიმძიმს – მე მარტო ვარ!

მოიკრიბე ძალა და წერე მუსიკა. მუსიკამ უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ ორივე. ვიცი, წარმოუდგენლად გავართულე ჩემი და შენი ცხოვრება.

ამან უნდა გამოგვაფხიზლოს და ძალა შეგვმატოს იმათ წინააღმდეგ, ვინც მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა. შენ უნდა წერო ჩემი სახელით. გემუდარები, ტკივილი შემიმსუბუქე, ნუ დამიმძიმებ მას. რაც შეუძლია მამამ შვილს მისცეს, შენ უკვე მომეცი.

არ მინდა, მყიდდნენ და მამცირებდნენ სულით მოვაჭრენი. ნამდვილ ცხოვრებასთან ბრძოლა უკვე დავიწყე. თუ სიკვდილი მიწერია, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არა ხართ დამნაშავე. რაც მოხდება, ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს“.

ლექსო თორაძე.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"