LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩადის

საქართველო და მოლდოვა რისკის ქვეშ არიან – ენტონი ბლინკენი

დაპოსტა 2022/04/28-ში
A A
43
ნახვა
გაზიარება

“ვიზიარებ შეშფოთებას საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით” – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატორის, კრის კუნსის შეკითხვას, რომელიც საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით რუსეთისგან მომდინარე აგრესიასა და საფრთხეს შეეხებოდა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, მის შეშფოთებას იზიარებს. ბლინკენის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით ყურადღებით უნდა იყვნენ, ვინაიდან ისინი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

“საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ ისინი მოწყვლად მდგომარეობაში არიან. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობაში ვართ. ჩვენ ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან.

ჩვენი მდივანი მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ასევე იმყოფებოდა იქ. ჩვენ გერმანიის კონფერენციის ეგიდით მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. ინიციატივა, რომელიც თქვენს წინაშეა წარდგენილი, ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის. ვცდილობთ გავაერთიანოთ მათი ენერგეტიკული სისტემები ევროპასთან.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ რჩება.

ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ გაეროს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურ დიდი ნაკადებისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა.

ასევე არის საკითხები საქართველოსთან მიმართებით, რომელზე საუბარიც შემიძლია, თუმცა თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით,” – თქვა ენტონი ბლინკენმა.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ - და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება. ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი,...

დაწვრილებითDetails

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა
მთავარი

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა ეკონომიკის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, “ფედერალური ქსელური კომპანია - როსსეტის” დელეგაცია, კომპანიის გენერალური დირექტორი...

დაწვრილებითDetails

უვიზო რეჟიმის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.   როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე იყო საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს” – „ჰელსინკის კომისია“

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს” – „ჰელსინკის კომისია“
მთავარი

აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია. „200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს
მთავარი

ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს გუნდები ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელზეც დღეს შეთანხმდნენ, საშუალებას მისცემს ევროკავშირს...

დაწვრილებითDetails

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შესაძლოა, გაუქმდეს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მთავრობა პარლამენტს მიმართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ მის უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს. „ეროვნული უსაფრთხოების...

დაწვრილებითDetails

ტრამპმა დიდი რვიანიდან რუსეთის გარიცხვას დიდი შეცდომა უწოდა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპი დიდი რვიანიდან რუსეთის გარიცხვის საკითხსაც გამოეხმაურა და მას დიდი შეცდომა უწოდა. ტრამპის აზრით, ეს რომ არ მომხდარიყო, ომიც არ იქნებოდა. „დიდ შვიდეულამდე...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ქმედება დაგმეს – კრემლი

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
“დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს”-რუსეთის საგარეო დაზვერვა
მთავარი

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ირან-ისრაელის...

დაწვრილებითDetails

“გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 14, 2025
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება, გიორგი გახარიას არჩევანის წინაშე დაყენებაა, ციხესა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შორის. აღნიშნულით ბოკუჩავა ეხმაურება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"