ინდოეთის მთავრობამ იაპონიის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებს საკუთარ მიწაზე დაშვების უფლება არ მისცა, რომელსაც უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა გადაეტანა.
ინდოეთში დაშვების შემდეგ, თვითმფრინავები ჰუმანიტარული პროდუქციით უნდა დატვირთულიყო და ის უკრაინის მეზობელ ქვეყნებში, პოლონეთსა და რუმინეთში უნდა ჩაეტანათ.
პოლიტსაბჭოს მონაწილეების თქმით, მათ ინდოეთთან ადმინისტრაციულ დონეზე ჰქონდათ შეთანხმებული ყველაფერი, თუმცა 20 აპრილს უარი მიიღეს. მიზეზად კი ქვეყნის მთავრობასთან კოორდინაციის არქონა დასახელდა.
19 აპრილს, იაპონიის მმართველმა პარტიამ აპრილის ბოლოს უკრაინის დასახმარებლად 10 რეისი დანიშნა. ჰუმანიტარული ტვირთი მათ არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან და ინდოეთიდან უნდა გადაეტანათ.
მარტის დასაწყისში იაპონიამ უკრაინაში ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები პოლონეთიდან გაგზავნა.










