საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა.
აეროპორტში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაბრუნების მიზეზისა და საჭიროების შემთხვავაში, ომში კვლავ წასვლის შესახებ დაწერა.
,,გვიან კი ვწერ, მაგრამ დავბრუნდი თბილისში. ჩემ ცოლს დავპირდი ჩვენი უფროსი შვილის დაბადების დღეზე დავბრუნდებითქო. ერეკლე 19 ში 17 წლის გახდა. ენაცვალოს მამა! როგორც კი საჭირო გახდება წავალ, გზა კვალი უკრაინაში აწი უკეთ ვიცი”-წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.










