,,რაც შეეხება მარიუპოლს.
სიმართლე გითხრათ ყოველდღე როდესაც ვკითხულობ პოსტებს მარიუპოლზე, “მარიუპოლი დგას”, “მარიუპოლში ისევ ჩვენები არიან”, ცოტა გაკვირვებული ვარ.
მე შემიძლია ამ ომის სრული სურათი შევაფასო, ცალკეული მიმართულებები განვიხილო, ფარული ნიუანსები და დეტალები აღმოვაჩინო, მაგრამ მარიუპოლზე არ შემიძლია ასეთი მშრალი ანალიზის გაკეთება, რადგან მარიუპოლი ლოგიკას არ ექვემდებარება.
მათ შორის ამ უცნაური ომის უცნაურ ლოგიკას.
მარიუპოლის დამცველები გასული არიან ადამიანური შესაძლებლობების ზონიდან და სხვა განზომილებაში იმყოფებიან.
შეუძლებელია მათი შეფასება ადამიანური ფაქტორებით.
ადამიანური ლოგიკით, მარიუპოლი ერთი თვის წინ უნდა დაცემულიყო.
ამიტომ ვერც მის მომავალზე ვიტყვი რამეს.
მარიუპოლი სხვა განზომილებაა ამ ომში.
პ.ს. და ასევე არ შემიძლია ასე შორიდან მათი წარმოუდგენელი ყოველდღიურობის შეფასება,ისე თითქოს რაღაც ფილმს ვუყურებდეთ, არადა მარიუპოლი მართლაც ფანტასტიკური ფილმია და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.
Слава Україні”-გიორგი მღებრიშვილი.










