ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი ნიკა მუმლაძის ოჯახისადმი სამძიმრის წერილი გაავრცელა ჭიათურის მერმა:
,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ითხვისის მაღაროს უბნის უფროსის, ნიკა მუმლაძის გარდაცვალების გამო, რომელიც 17 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.
ამ მძიმე წუთებში,სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ ნიკას ოჯახს ,ახლობლებსა და მეგობრებს.
გივი მოდებაძე,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი”-ნათქვამია სამძიმრის წერილში.










