Google თავის რუკებზე რუსულ საიდუმლო ობიექტებს აღარ დამალავს. Google Maps სერვისში რუსეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი ხელმისაწვდომი გახდა მაქსიმალური გარჩევადობით – იუწყება Army of Inform.
ობიექტები ფოტოზე:
1. ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი“;
2. ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზა მურმანსკთან;
3. მე-5 თაობის სუ-57 გამანადგურებელი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ტესტირების ცენტრში;
4. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიცია;
5. საჰაერო ბაზა კურსკთან ახლოს.









