კიევში, ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაზე მარიუპოლის დამცველთა მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს წარწერით:
„Маріуполь – ваш подвиг рятує Україну!”
„მარიუპოლი – თქვენი გმირობა გადაარჩენს უკრაინას!”
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი კი წერს:
„ბიჭებო, მარიუპოლის დამცველებო,
ვიცი, რომ სიკვდილის არ გეშინიათ, მაგრამ დავიწყების გეშინიათ. თქვენი გმირობა არასდროს იქნება დავიწყებული. ახლა ბევრი რამ კეთდება თქვენს საშველად. მთელი ერი ამაყობს თქვენით და მადლობას გიხდით” – შს მინისტრის მრჩეველი ვიქტორ ანდრუსოვი










