პოლონელმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სპეციალური სამსახურების პრესსამსახური ადასტურებს.
“მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენმა სამხედრო კონტრადზვერვის სამსახურმა შეაგროვა, მიუთითებს, რომ ეს ადამიანი რუსეთის სპეციალური სამსახურების მიერ იყო გაწვრთნილი და ის პოლონეთის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს ჯარების სამხედრო მზაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა”, – განაცხადა პოლონეთის სპეციალური სამსახურის პრეს-სპიკერმა.










