შანხაიმ კორონავირუსით ინფიცირების მზარდი რისკის ფონზე, საცხოვრებელი კორპუსების კოვიდ-იზოლაციის ცენტრებად გადაკეთება დაიწყო. ჩინეთის უდიდესი ქალაქის ოფიციალური პირების ეს გადაწყვეტილება კორპუსებში მცხოვრებთა პროტესტს იწვევს.
„ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მსურს სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, მაგრამ რას იგრძნობდით, თუ იცხოვრებდით ადგილზე, სადაც კორპუსები ერთმანეთისგან მხოლოდ 10 მეტრის დაშორებით დგას, იქ არცერთი კოვიდ-დადებითი არ არის და მათთან კოვიდინფიცირებულს უშვებენ“ –
ადგილობრივი ქალის პროტესტის ამსახველი ვიდეო, ჩინურ სოციალურ ქსელ WeChat-ში გავრცელდა. კადრებში ჩანდა, რომ სპეციალური აღჭურვილობით შემოსილმა პირებმა, რომლებსაც ფორმაზე “პოლიცია” ეწერა, ქალი დააკავეს.
მოგვიანებით სოციალური ქსელიდან ჩანაწერი გაქრა.










