უკრაინელი დეპუტატის ალექსი გონჩარენკოს განცხადებით, მარიუპოლის დამცველები რუსეთს არ ჩაბარდებიან.
გონჩარენკოს თქმით, მან იცის ჯარისკაცების განზრახვა, რომელიც ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.
„მე მათ გუშინ ვესაუბრე და ვიცი, რომ ისინი ბოლომდე ბრძოლას აპირებენ“, – განაცხადა გონჩარენკომ.
ამასთან, როგორც მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს კორიდორი აქვთ შექმნილი იმ ჯარისკაცებისთვის, ვინც ჩაბარებას გადაწყვეტს, უკრაინელი მებრძოლები კვლავ ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს.
მისივე განცხადებით, რუსული სამხედროების თავდასხმები არ შემოიფარგლება მხოლოდ „აზოვსტალის“ ქარხნით, სადაც, არსებული ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები თავს აფარებენ, არამედ მძიმე არტილერიით ბომბავენ საცხოვრებელ სახლებსაც.










