,,რუსები შოკში არიან!
მსოფლიოს ისტორიაში პირველად, ბრძოლაში ჩიძირა სარაკეტო კრეისერი, რომელიც ამავდროს იყო რუსული ფლოტის უდიდესი ფლაგმანი.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ეს უკრაინის ისტორიული და სენსაციური გამარჯვებაა რუსეთის ფლოტზე.
უკრაინამ დაახლოებით 93 მილიონი დოლარი დახარჯა “ნეპტუნის” რაკეტების განვითარებისა და წარმოების პროგრამაზე. ახლა კი “ნეპტუნის” ორი ზალპით 130 კილომეტრის სიშორიდან გაანადგურეს 1 მილიარდ დოლარამდე ღირებულების სარაკეტო კრეისერი, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, რომელზეც მდებარეობდა ფლოტის შტაბ-ბინა, დროშა, შავი ზღვის ფლოტის მეთაური და 510 ეკიპაჟის წევრი (ამ უკანასკნელთაგან მხოლოდ 58 გადარჩა).
„სლავას“ ტიპის კრეისერ „მოსკოვს“, რომელსაც რუსმა ადმირალებმა ჩვეული პომპეზურობით „ამერიკული ავიამზიდების მკვლელი“ უწოდეს, ქონდა რუსეთის ხელში არსებული ყველაზე საუკეთესო მრავალფენიანი დაცვის სისტემა სარაკეტო თავდასხმების და განმეორებითი შეტევების მოსაგერიებლად.
S-300-ზე დაფუძნებულ საჰაერო დაცვის სისტემას ქონდა 68 რაკეტა. კრეისერი ასევე აღჭურვილი იყო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მოსაგერიებლად განკუთვნილი საზენიტო რაკეტებისა და საზენიტო საარტილერიო სისტემების კომპლექსით და უმაღლესი კლასის სარადარო და ელექტრონული მოწყობულობით.
ამ მოვლენამ გააშიშვლა რუსული კრეისერების მოწყვლადობა, უმძიმესი დარტყმა მიაყენა რუსული იარაღის ექსპორტს და მსოფლიოს გააცნო უკრაინული წარმოების გემსაწინააღდეგო რაკეტების უნიკალური შესაძლებლობა.
ცნობისათვის, გემთან ერთად ჩაიძირა მისი მეთაურიც, 1 რანგის კაპიტანი ანტონ კუპრინი.
ეს არის სრული სახის ახევა! თვით ყველაზე აღვირახსნილი პროპაგანდისტებიც ვეღარ მალავენ გაწბილებულ და ალეწილ სახეებს-წერს გიორგი გოშაძე.
George Goshadze-ს პოსტი.










