,,ფრაუ ა. მერკელი: „მე არ ვნანობ ნატოს ბუქარესტის სამიტზე მაპის არ მცემას საქართველოსა და უკრაინისათვის და დღესაც მასე მოვიქცეოდიო!“
ღია წერილი ფრაუ მერკელს!
ფრაუ მერკელ, მე არ ვიცი რითი ხელმძღვალობდით, როცა ამ გადაწყვეტილებას ღებულობდით, მაგრამ კარგად ვიცი რამდენად დიდი სიხარული გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ რუსეთის ხელმძღვანელობაში,
მედვედევმა განაცხადა რომ ჩვენ 08-08-08 ომის საშუალებით, საქართველოს გადავუკეტეთ გზა ნატო-ში გაწევრიანებაზეო და ეს ათქმევინეთ თქვენ!
მაშინ თქვენ ფრაუ მერკელ, გამოხვედით წინააღმდეგი რაიმე ემბარგოს დაწესებაზეც კი რუსეთზე, რითაც ხელ-ფეხ გაუხსენით რუსეთს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისაკენ 2014 წელს!
და აი დადგა 2022 წლის 24 თებერვალი, რუსეთმა ნამდვილი ომი გააჩაღა ევროპის ცენტრში, უკრაინაში, ნატოს საზღვარზე, სერიოზული საფრთხე შეექმნა დასავლეთ ევროპას,
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ ომში პუტინი ომობს იმ ფულით რომელსაც თქვენ უხდიდით რუსეთს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ნავთობსა და გაზში!
თქვენი დაზვერვა გაფრთხილებდათ რომ, გარდა შეიარაღებისა, რუსეთი ამ ფულს იყენებს ევროპელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების მოსასყიდად, ასევე ევროპარლამენტში რუსული ლობის შექმნისათვის!
ფრაუ მერკელ, თქვენ კარგად იცით სად როდის როგორ და რანაირაირად უნდა მოქცეულიყავით, მე არ დაგიწყებთ სწავლებას, მხოლოდ ერთს გეტყვით 40%-ით რუსულ გაზზე დამოკიდებულება და ალტერნატივის არ ძებნამ, გამოიწვია ის რომ უკრაინაში დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის 200 ბავშვი!
ღირდა საკუთარი ეკონომიკის აყვავება, თუნდაც ერთი ბავშვის არა მარტო სიცოცხლედ, არამეტ ცრემლადაც კი!?
ამ წერილის გერმნული ვარიანტი განთავსდება ფრაუ მერკელის ფეისბუკ გვერდზე!”- ნუგზარ ნეფარიძე.










