გავრცელებული ცნობით, უკრაინელებმა შავ ზღვაში ოკუპანტების სამხედრო გემი “მოსკოვი” დაბომბეს.
ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამ-არხებში ავრცელებენ
სამხედრო ჟურნალისტი სერჟ მარკო რუსული გემის დაბომბვის შესახებ იუწყება:
“კრეისერ „მოსკვას“ ახლახან მოხვდა „ნეპტუნის“ ორი რაკეტა.
დგას, იწვის.
ხოლო ზღვაზე ქარიშხალია.”
სამხედროებმა ოკუპანტების გემის დამარცხება დაადასტურეს. ამჟამად, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.











