,,პუტინის ახლო მეგობარი, მულტიმილიონერი ოლიგარქი ვლადიმერ მედვეჩუკი, რომლის ორივე შვილის ნათლია პუტინია და რომელიც კოლაბორაციონისტული პოლიტიკის მხარდამჭერი იყო და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ქსელსაც ქმნიდა კიევში – უკრაინის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია. მანამდე იგი ომის პირველივე საათებში სახლიდან მიიმალა.
ესაა მაგალითი ყველა კოლაბორაციონისტისათვის. იახტები, ძვირფასი მანქანები, სახლები, ბიზნესები და საყვარელები – რითიც მედვეჩუკი გამოირჩეოდა – წარსულ ჩაბარდა. ახლა მას ბორკილები ადევს.”-წერს გიორგი კობერიძე.










