განახლება 21:30 (9 აპრილი):
– CNN-ის ინფორმაციით რუსული არმიის მეოთხედი დისფუნქციურია. ორგანიზების, ამუნიციის, საწავავის, გამოცდილებისა და რაც მთავარია მოტივაციის არ არსებობის პირობებში რუსული სამხედრო ძალების მეოთხედი სრულიად ვერ ასრულებს დასახულ ამონაცანას.
იგივე წყარო იტყობინება იმას, რომ 29 რუსულ ბატალიონში (თითო ასეთ ნაწილში 600 წევრია) უნარიან სამხედროთა ციფრი მინიმალურია, ხოლო ქაოსური გარემოს გამო მათი ეფექტურობა ბრძლის ველზე ნულს უტოლდება.
მხოლოდ მცირე რაოდენობით რუსულ სამხედრო ძლებს აქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და აღჭურვილობა საომრად. ისევე როგორც კომპეტენცია ოფიცერთა შორის.
– ქალაქ მარიუპოლის პორტთან შეტაკებები გრძელდება. ქალაქის დამცველებმა ორი შეიარაღებით დატვირთული სატვირთო მანქანის განადგურება შეძლეს.
– ლუგანსკის რაიონში სიტუაცია კრიტიკულია. მხარის გუბერნატორმა მოსახლეობას, რომლებიც უკრაინელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან რეგიონის სრული ევაკუაციისაკენ მოუწოდა ყველა მშვიდობიან მოქალაქეს. იგივე ხდება დონეცკის რაიონშიც.
– რუსების სამხედრო ნაწილების თავმოყრა გრძელდება დონბასში. როგორც სავარაუდო იყო უკრაინელებს ჰქონდათ რამდენიმე დღე ამოსუნთქვის საშუალება, სანამ რუსები გადაჯგუფდებოდნენ.
თუმცა რადგან ეს პროცესი რუსებს არ დაუსრულებიათ, უკრაინელები კარგად ემზადებიან და ამაგრებენ პოზიციებს.
– ხარკივის რაიონში იზუმთან პოზიციური ბრძოლები ბრძელდება. რუსების მცდელობა გაჭრილიყვნენ უფრო ღრმად სამხრეთით უკრაინელებმა მოიგერიეს, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგებით.
– რუსები აგრძელებენ ქალაქი ხარკივის დაბომბვას არტილერიის გამოყენებით. რუსების პოზიციებიდან გამომდინარე მაღალია ალბათობა რომ უშალოდ რუსეთის ტერიტორიიდან იბომბება ქალაქი. თუმცა ხარკივს შტურმის საფრთხისმაგვარი რაიმე გამოწვევა არ უდგას.
– ლუგანსკის რაიონში, ქალაქ რუბეჟნოესთან რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს აზოტის საწარმო. აზოტის დიოქსიდი ჰაერში გაიბნა. თუმცა ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მქროლავმა ქარმა მოწამლული ჰაერი რუსეთისაკენ გადაისროლა.
– დონეცკის რაიონში, ადგილობრივმა რუსულმა სეპარატისტულმა დანაყოფებმა შეტევა წამოიწყეს უკრაინულ პოზიციებზე. ზოგადად, დონბასელი და ლუგანსკელი სეპარატისტები შედარებით მეტი მოტივაციითა და გამოცდილებით გამოირჩევიან, ვიდრე თავად რუსები. ამის მიზეზი მათი 2014 წლიდან საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობაა.
მაგრამ დღეს მათი მხრიდან წამოწყებული შეტევა კოლაფსით დასრულდა რასაც უკრაინელთა მხრიდან დონეცკისვე რეგიონში, სამხრეთით, ვოლნოვახადან რამდენიმე კილომეტრის დასაკავებლად კონტშეტევა წამოიწყეს. ჯერ კიდევ რთულია ვოლნოვახას დაბრუნება, მაგრამ სწორედ ვოლნოვახა იქნება გზა მარიუპოლამდე მისასვლელად.
– უკრაინელებმა ხერსონის გარეუბნებამდე მიაღწიეს. საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ხერსონიდანაც ჩანს. ამასთან, ქალაქის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და ყველა მეთოდით უწევენ წინააღმდეგობას რუსებს.
– ბორის ჯონსონმა – რომელიც კიევში მოულოდნელად ჩავიდა – პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას გადაეცემა ახალი ანტისაზღვაო სისტემები, რაც რუსების მხრიდან დესანტირებაის შანსებს სრულიად გააქრობს.
ამასთან, საუბარია 120 ჯავშანტრანსპორტიორზეც. რამდენიმე კვირაში უკრაინელებს ყველა საშულება ექნებათ მასშტაბური კონტრშეტევის წამოსაწყებად.










